Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N 356/01-01. 01.12.2022 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესისა  და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 18 იანვრის  სხდომაზე (ოქმი N 1) ბაკალავრიატის სტუდენტთა დაფინანსების წესის საფუძველზე ვბრძანებ:

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთაგან სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებლად 90 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  N356/01-01. 01.12.2022 ბრძანების შესაბამისად;

დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

  • სალომე დუნდუა – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
  • სანდრო ტაბატაძე – სამეცნიერო სამსახურის უფროსი, თავჯდომარის მოადგილე;
  • ელენე გელაშვილი –სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის  უფროსი;
  • ნათია დათიაშვილი – მთავარი სპეციალისტი;
  • ლუიზა აბაზაძე– მთავარი სპეციალისტი;
  • თამარ გოგორიშვილი - უფროსი სპეციალისტი;
  • თეა ხუნდაძე - უფროსი სპეციალისტი;

საბუთები მიიღება:   2  – 6 დეკემბრი, VI კორპუსი, # 201, 10:00 -17:00 სთ

საკონკურსო კომისიამ იხელმძღვანელოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 18 იანვრის  სხდომაზე (ოქმი N 1) დამტკიცებული ,,ბაკალავრიატის სტუდენტთა დაფინანსების წესით’’.

ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.